სუდანში კონფლიქტის შედეგად ერთ-ერთი მხარის მიერ ლაბორატორიის შენობის დაკავება ბიოლოგიურ საფრთხეს აჩენს. ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვის აქვს დაკავებული სუდანის დედაქალაქ ხართუმში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ლაბორატორია.
მათივე თქმით, ლაბორატორიაში ჯანმრთელობისთვის სახიფათო ბიოლოგიური და ქიმიური მასალები ინახება.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში BBC-ის განუცხადეს, რომ შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის, გარდა ამისა, ელექტროენერგიის გარეშე, შესაძლოა, ლაბორატორიაში შენახული სისხლის პაკეტები გაფუჭდეს.