26 ნოემბერი 2024,   16:47
ვრცლად
აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებისთვის პრემიერის განცხადება მიუღებელია - ისინი ისევ შეხვედრას მოითხოვენ

აქონდროპლაზიის მქონე ბავშვების მშობლებისთვის პრემიერის განცხადება მიუღებელია - ისინი ისევ შეხვედრას მოითხოვენ. ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

აქციის მონაწილეებმა, მთავრობის ადმინისტრაციის შესასვლელიდან, ქვედა მხარეს გადაინაცვლეს და ცენტრალურ ღობესთან დასხდნენ. მანამდე კი, მათ გზის გადაკეტვაც სცადეს, რასაც სამართალდამცველების რეაგირება მოჰყვა. აქცია უკვე მეექვსე დღეა გრძელდება. მთავარი მოთხოვნა მედიკამენტის დაფინანსებაა.

როგორც თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ განაცხადა, მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე, არ დაიშლებიან.

"აქ პარტიები არ არიან, აქ ვართ მშობლები, დედები, მამები, შვილები, მოქალაქეები, აქ ვართ ადამიანები, რომლებიც ამ ხალხს ვუდგავართ გვერდში. ვიბრძოლებთ ბოლომდე, არ დავიღლებით, ამის იმედი არ ჰქონდეს არავის, ვიქნებით მანამ, სანამ ზაკოსთან ქეთი წამლით არ წავა", - განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილემ სოფიო ჯაფარიძემ.

დღის ამბები