26 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
იმედი მაქვს, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა, მოლდოვა - შალვა პაპუაშვილი 

შალვა პაპუაშვილმა პრაღაში ვიზიტი დაიწყო. უკვე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ისლანდიის პარლამენტის სპიკერთან, კვიპროსის, მონტენეგროს და ჩრდილოეთ მაკედონიის საპარლამენტო დელეგაციებთან.

პირველი მოლაპარაკება პარლამენტის თავმჯდომარემ ჩეხ კოლეგასთან გამართა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე საქართველოს მონაწილეობა მნიშვნელოვანია.

"ეს გახლავთ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენცია.  საუბარი გვქონდა ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის მხარდაჭერაზე. როგორც იცით, მალე იმართება ნატო-ს სამიტი და მნიშვნელოვანია, ამ სამიტზე გარკვეული გადაწყვეტილება იქნას მიღებული, რათა შესაძლებელი იყოს მეტი პროგრესი, მათ შორის საქართველოსთვის ნატო-ში ინტეგრაციის მხრივ.

ჩვენი დელეგაცია საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით შარშან იმყოფებოდა ისლანდიაში, წელს იგეგმება ისლანდიის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში. ასე რომ, მნიშვნელოვანია, ეს ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო გამყარდეს, გაძლიერდეს, რათა სხვადასხვა საერთაშორისო ფორმატში ჩვენს ქვეყანას ჰქონდეს უფრო დიდი მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში, ისლანდიის.   სამწუხაროდ, კითხვარზე იანვარში გამოქვეყნებულმა შეფასებამ გვაჩვენა, რომ შარშან, ივნისში გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი საქართველოსთან მიმართებით. იმედი მაქვს, ამ ჯერზე ევროკავშირი მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას და საქართველოს დააყენებს იმავე პოზიციაზე, სადაც დღეს არიან უკრაინა და მოლდოვა.  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა ხელახლა გაიაზროს საკუთარი გეოპოლიტიკური როლი რეგიონში და გააცნობიეროს, რომ საქართველოსთვის პასუხი ამავე დროს ნიშნავს პოზიციას რეგიონთან დაკავშირებით,"- აცხადებს განაცხადა პაპუაშვილმა.

რამდენიმე წუთში ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სპიკერთა ყოველწლიური კონფერენცია გაიხსნება, რომელზეც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე სიტყვით გამოვა. კონფერენციის მთავარი თემა უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესია და ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში, ევროკავშირის რეაგირებაა.

 

დღის ამბები