გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დღეიდან, აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, 25 აპრილის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.