26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
25 აპრილამდე საქართველოში წვიმა და ელჭექი, ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 25 აპრილამდე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი.
 
23 აპრილს დღის ბოლოდან აღმოსავლეთ საქართველოს მთიან და მაღალმთიან რეგიონებში, ხოლო 24 აპრილს დღის ბოლოდან დასავლეთ საქართველოშიც 25 აპრილის დილამდე მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.
 
მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, მთიან ზონებში მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში ზოგან ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.
 
 
დღის ამბები