სასამართლომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ დაკავებულ მალხაზ პაქსაშვილს, ვისაც ბრალად ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი დაჯგუფების მეთაურობა ედება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
სხდომა დახურულ რეჟიმში წარიმართა, რადგან საქმეს გრიფით საიდუმლო ადევს.
შეგახსენებთ, რომ პაქსაშვილის დაკავების სპეცოპერაცია, სასამართლო განჩინების საფუძველზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა ჩაატარა. უწყების ცნობით, გამოძიების ფარგლებში მოპოვებული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ აღნიშნულმა პირმა საქართველო 2013 წელს დატოვა, სირიაში გაემგზავრა და ტერორისტულ ორგანიზაციას შეუერთდა.