26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
დარწმუნებული ვარ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არანაირ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას, ოპოზიციას არანაირი სანდოობის ხარისხი  არ აქვს - გურამ მაჭარაშვილი 

პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სასამართლო საქმიანობაში პირდაპირ გამოკითხვების დაწყება საკანონმდებლო ხელისფულების მიერ - დაუშვებელია. 

გურამ მაჭარაშვილი დაწმუნებულია იმაში, რომ ოპოზიციას საზოგადოებაში ნდობა საერთოდ არ აქვს და შესაბამისად, მისივე თქმით, ქუჩის აქციების შემთხვევაში, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არანაირ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას:

"ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ საზოგადოებაში ამ ოპოზიციას არანაირი სანდოობის ხარისხი  არ აქვს და მათი აბსოლუტური უმრავლესობა ენდობა იმას, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი და სუვენერული. დარწმუნებული ვარ, საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობა არანაირ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას. როდესაც საუბარია, რომ საკანონმდებლო ხელისუფლებამ მესამე შტოს - სასამართლო საქმიანობაში პირდაპირ გამოკითხვები უნდა დაიწყოს, ეს დაუშვებელია. აქედან გამომდინარეობს სწორედ ჩვენი გადაწყვეტილება. რაც შეეხება პროცესების სამომავლოდ გაგრძელებას, ეს ყველაფერი ჩვენ გათვლილი გვაქვს და ვნახავთ, ვაკეთებთ ისე, რომ ერთი მხრივ დავიცვათ საქართველოს სახელმწიფოსა და ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა და მეორე მხრივ, შევინარჩუნოთ ის საპარლამენტო საქმიანობა, რაც გრძელდება,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის ”ხალხის ძალა” დამფუძნებელი გურამ მაჭარაშვილი.

 

დღის ამბები