შტორმის შედეგად თურქეთში ერთი ადამიანი დაიღუპა, ათობით კი დაშავდა. სტიქია ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ პროვინცია კაჰრამანმარაში მოხდა, სადაც 6 თებერვალს ძლიერმა მიწისძვრამ ნგრევა გამოიწვია და ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
დაზიანებულია სახლები და ინფრასტრუქტურა. ის ადგილი კი, სადაც მიწისძვრის შედეგად დაზარალებული დევნილები იმყოფებიან, მიწასთან არის გასწორებული.