გერმანიაში რკინიგზის თანამშრომლები გაიფიცნენ. გაფიცვის გამო, ქვეყანაში პარალიზებულია სარკინიგზო მიმოსვლა. ხელფასის გაზრდის მოთხოვნით, რკინიგზელთა პროფკავშირის მიერ ორგანიზებულ გამაფრთხილებელ გაფიცვაში, 50-მდე კომპანიის თანამშრომლები მონაწილეობენ.
მეორე დღეა გაფიცული არიან ჰამბურგის, დიუსელდორფის და კიოლნის აეროპორტების უსაფრთხოების სამსახურების თანამშრომლებიც, დღეს მათ შტუტგარტის და კარლსრუეს აეროპორტების მომსახურე პერსონალიც შეუერთდა.
აეროპორტებში გაფიცვის ინიციატორი, პროფკავშირი, ღამის საათებში მუშაობისთვის დანამატს, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების 12%-ით გაზრდას და თანამშრომლების მიერ, სადღესასწაულო დღეებით სარგებლობას მოითხოვს.