26 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი დომინიკ რააბი თანამდებობიდან გადადგა

დიდი ბრიტანეთის ვიცე-პრემიერი და იუსტიციის მინისტრი, დომინიკ რააბი თანამდებობიდან გადადგა. რააბმა ბულინგის გამოძიების შემდეგ დატოვა თანამდებობა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. 

როგორც მედიაში წერენ, აქამდე, მის წინააღმდეგ მრავალი ფორმალური საჩივარი არსებობდა, მათ შორის, იყო პრეტენზიები, რომ ის აბუჩად იგდებდა და ამცირებდა თანამშრომლებს.

პრემიერ-მინისტრ რიში სუნაკისადმი მიწერილ წერილში, რომელიც გამოქვეყნდა Twitter-ის გვერდზე, რააბმა თქვა, რომ გამოძიებამ შექმნა სახიფათო პრეცედენტი, მაგრამ ის კვლავ მხარს დაუჭერს მთავრობას.

გადადგომის წერილში რააბი ამბობს, რომ ის თავს "ვალდებულად გრძნობს, დაელოდოს გამოძიების შედეგებს“.

 

დღის ამბები