ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სერბეთიდან პოპულარული სატელევიზიო გადაცემების ჯგუფს მასპინძლობს.
პრეს-ტურის ფარგლებში სერბული მედიის წარმომადგენლები სხვადასხვა ადგილს გადაიღებენ. მათ შორის გაისეირნებენ პალიასტომის ტბაზე და ზიპლაინით დაეშვებიან დაშ-ბაშის კანიონზე. სატელევიზიო გადაცემა ქართულ კულტურას, სათავგადასავლო და ეკო ტურიზმს, ქართულ სამზარეულოს და ღვინოს დაეთმობა. გადაცემებს მილიონობით ტელემაყურებელი იხილავს.