ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ფრონტზე აქტიური მოქმედებებისთვის ემზადება და ის გარდაუვალია.
უკრაინის პრეზიდენტმა ნატოს გენერალურ მდივანთან მოლაპარაკებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ემზადებიან მომავალი "რამშტეინის" შეხვედრისთვის. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ დაწყებულია მზადება ვილნიუსში "ნატოს" სამიტისთვისაც.
"ჩვენ ვემზადებით "რამშტეინის" შეხვედრისთვის - ბატონი სტოლტენბერგის პოზიცია მნიშვნელოვანია. ასევე ვემზადებით ვილნიუსში ნატოს სამიტისთვის, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულშია დაგეგმილი, შინაარსი უკვე მუშავდება. ვერც უკრაინელების, ევროპელების და ვერც მთელი ნატოს სივრცის მცხოვრებთა უმრავლესობა ვერ გაუგებს ალიანსის ლიდერებს, თუ ამ სამიტზე, ვილნიუსში უკრაინის ალიანსში დამსახურებული პოლიტიკური მიწვევა არ გაჟღერდა. უკრაინამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ჩვენი განაცხადი დაკმაყოფილებულიყო. ძნელი სათქმელია, ჩვენს მეომრებზე მეტად ვის აქვს უფრო დიდი წვლილი ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში. უკრაინელი კაცები და ქალები, რომლებიც თავისუფლებას იცავენ თავიანთი სიცოცხლით", - განაცხადა ზელენსკიმ.