ძლიერი აფეთქება მოხდა რუსეთში, ბელგოროდში, გუბკინისა და ვატუტინის ქუჩების კვეთაზე, ეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ადგილია. ბელგოროდის ოლქი უკრაინის საზღვართან ახლოს მდებარეობს.
როგორც უკრაინული ტელეგრამ არხები წერენ, აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, ქუჩაზე ღრმული გაჩნდა. აფეთქების ადგილიდან ერთ კილომეტრში კი ელექტროსადგურია განთავსებული. როგორც რუსეთის პროპაგანდისტული მედია აცხადებს, სამიზნე შესაძლოა აღნიშნული ელექტროსადგური იყო.
ოლქის გუბერნატორის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა შუშები ახლომდებარე საცხოვრებელ კორპუსებში და დაზიანდა ავტომობილები. მისივე განცხადებით, აფეთქებამ 20 მეტრის რადიუსის ღრმული დატოვა.