"ნიუ იორ თაიმსის" ინფორმაციით, რუსეთი დასავლური იარაღის ტექნოლოგიების იმპორტს სანქციების გვერდის ავლით ახორციელებს, მათ შორის სომხეთიდან და ყაზახეთიდან.
"აშშ-ის მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიუროს ბეჭდით მონიშნულ ერთ დოკუმენტში ნათქვამია, რომ 2022 წელს სომხეთმა 515 პროცენტით მეტი ჩიპი და პროცესორი შემოიტანა შეერთებული შტატებიდან და 212 პროცენტით მეტი ევროკავშირიდან, ვიდრე 2021 წელს. დოკუმენტში ნათქვამია, რომ შემდეგ სომხეთმა იმავე პროდუქციის 97 პროცენტი რუსეთში გაატარა. სხვა დოკუმენტში მრეწველობისა და უსაფრთხოების ბიურომ გამოავლინა ჩიპებისა და კომპონენტების რვა კატეგორია, რომლებიც მიჩნეულია კრიტიკულად რუსული იარაღის განვითარებისთვის, რომელიც აღმოაჩინეს რუსული საკრუიზო რაკეტის ერთ-ერთ მოდელში, X-101-ში,"- წერს "ნიუ იორკ თაიმსი".