26 ნოემბერი 2024,   16:45
ვრცლად
"მინისტრის საათი" პარლამენტში - დღეს, კანონმდებლები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს მოუსმენენ

დღეს, პარლამენტში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ელოდებიან. ოთარ შამუგია კანონმდებლების წინაშე "მინისტრის საათის" ფორმატით წარდგება.

დეპუტატებისთვის უწყების საქმიანობის შესახებ ანგარიშის ჩაბარების შემდეგ, მინისტრი დასმულ შეკითხვებს უპასუხებს. კანონმდებლები ყურადღების გამახვილებას მაღალმთიანი რეგიონების პრობლემებსა და გამოწვევებზე აპირებენ; კითხვები შეეხება სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის დეფიციტსა და საგაზაფხულო სამუშაოებს; მმართველი გუნდი კი პოზიტიურად აფასებს მინისტრის ერთწლიან მუშაობას.

 
დღის ამბები