26 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
"მილანი" და რეალი" - UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გამოვლინდა

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგაზე ორი ნახევარფინალისტის ვინაობა გამოვლინდა. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია "ნაპოლი"-"მილანის" გადამწყვეტმა დაპირისპირებამ. დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე შეკრებილმა 52 ათასმა გულშემატკივარმა ორი გატანილი გოლი იხილა. 22-ე წუთზე "მილანს" დაწინაურება შეეძლო, თუმცა ჟირუმ ნაპოლის კარის მიმართულებით დანიშნული თერთმეტმეტრიანი არადამაჯერებლად შეასრულა. 43-ე წუთზე სტუმრებმა ანგარიში გახსნეს, ლეაოს გადაცემით ოლივიე ჟირუმ გაიტანა.

დარჩენილი დრო "ნაპოლის" უპირატესობით წარიმართა, მასპინძლებს 82-ე წუთზე შეეძლოთ გათანაბრება, "მილანის" კარის მიმართულებით დანიშნული პენალტი ხვიჩა კვარაცხელიამ შეასრულა, ქართველი ფეხბურთელის დარტყმა სტუმართა მეკარემ მენიომ მოიგერია. საბოლოო ანგარიში 93-ე წუთზე ოსიმენმა დააფიქსირა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა, ორი მატჩის ჯამში "მილანმა" მეტოქეს 2-1 აჯობა და ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

"მილანის" მსგავსად ნახევარფინალში ითამაშებს მადრიდის "რეალი", სამეფო კლუბმა ორი მატჩის ჯამში ლონდონის "ჩელსის" ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა.

დღის ამბები