ნუცა ბუზალაძეს ამერიკელი მსმენელი ისევ ფეხზე წამოუდგა. ეს იყო საოცარი პერფორმანსი - ასეთი შეფასება ქართველი მომღერლის მიერ შესრულებულმა სიმღერამ კი ამერიკული ვარსკვლავის ვარსკვლავური ჟიურისგან დაიმსახურა. ჰავაიზე გამართული პირველი ლაივშოუს შემდეგ, ბუზალაძის ქართველ და უცხოელ გულშემატკივარს მისთვის ხმების მისაცემად 10 საათი ჰქონდათ, თუმცა ამ დრომდე უცნობია მოხვდა თუ არა ქართველი მომღერალი საუკეთესო 12-ს შორის.