UEFA-მ ხვიჩა კვარაცხელიაზე მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი გადაიღო.
ფილმში ნაჩვენებია ეპიზოდები კვარაცხელიას საფეხბურთო მოგზაურობიდან - თბილისის "დინამოს" აკადემია, ბათუმის "დინამოში" გატარებული პერიოდი და რა თქმა უნდა "ნაპოლი".
კვარამ ზედმეტსახელ "კვარადონაზეც" ისაუბრა და თქვა რომ საოცრებაა, როდესაც ასეთ ფეხბურთელთან აკავშირებენ, ასევე, ხვიჩა ამბობს, რომ მეტსახელს ნელ-ნელა ეჩვევა და მოსწონს კიდეც.