ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, არ მისცენ ჩინეთს ბლოკის გაყოფის უფლება.
ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა დროა, ევროპაც გადავიდეს მოქმედებაზე:
"ჩინეთთან დაკავშირებით ძლიერი ევროპული პოლიტიკა ეყრდნობა ძლიერ კოორდინაციას წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის ინსტიტუტებს შორის და მზადყოფნას, თავიდან აირიდოს დაყოფა.
ბოლო დღეებში და კვირებში ჩვენ უკვე დავინახეთ ეს ტაქტიკა მოქმედებაში და ახლა დროა, ევროპაც გადავიდეს მოქმედებაზე, დროა გამოვავლინოთ ჩვენი კოლექტიური ნება,"- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.