26 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ პერიოდში, რამ გამოიწვია სტატისტიკაში ასეთი რადიკალური ცვლილება, მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან - კობახიძე სამნიძეს

2012 წლამდე და 2012 წლის შემდეგ პერიოდში, რამ გამოიწვია სტატისტიკაში ასეთი რადიკალური ცვლილება, მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სასამართლო გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან - ასე მიმართა მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ხათუნა სამნიძეს.

"პირველ რიგში, სტატისტიკით დავიწყებ შეკითხვის დასმას და მინდა, გკითხოთ, რამ განაპირობა ეს სტატისტიკა. ჩვენ ამაზე ხშირად გვისაუბრია, მაგრამ კიდევ ერთხელ გავიხსენებ, რა ხდებოდა 2012-ში  და რა ხდებოდა 2012 წლის შემდეგ. 2012 წლიდან სამჯერ შემცირდა წინასწარი პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი საქართველოში. ასევე სამჯერ შემცირდა ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდების მაჩვენებელი, ხუთჯერ ნაკლებია ჯარიმების მოცულობა, რაც გამოუწერეს საქართველოს მოქალაქეებს, 18-ჯერ შემცირდა გირაოს მაჩვენებელი, ორჯერ შემცირდა საგამოძიებო მოქმედებებზე შუამდგომლობების დაკმაყოფილების მაჩვენებელი, რაც ასევე მნიშვნელოვანი სტატისტიკური მონაცემია. სტრასბურგში გაგზავნილი საქმეების რაოდენობას რაც შეეხება, მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები რომ ავიღოთ, სამჯერ არის შემცირებული მაჩვენებელი და გვაქვს სარეკორდო მაჩვენებელი აქტუალური საქმეების. ეს არის დაახლოებით 150 საქმე, რომელიც დღეს განიხილება, როდესაც ასეულობით საქმე იდო ხოლმე სტრასბურგში საქართველოდან. გარდა იმისა, რომ საქმეების მაჩვენებელი არის ასეთი, ცალკე სტატისტიკაა იმასთან დაკავშირებით, რამდენი საქმე კმაყოფილდებოდა 2012 წლამდე მომხდარ დანაშაულებთან დაკავშირებით და რამდენი კმაყოფილდება დღეს.

რაც შეეხება გამამართლებელ განაჩენებს, ცნობილია, რა ხდებოდა 2012 წლამდე. თითქმის ნულოვანი იყო სტატისტიკა. ერთ-ერთი მოსამართლე საუბრობდა რამდენიმე დღის წინ ეთერში, მხოლოდ ერთ ადვოკატს აქვს 87 გამამართლებელი განაჩენი. ეს არის ცვლილება სტატისტიკაში. გვაქვს რადიკალური ცვლილება. თქვენი აზრით, რამ გამოიწვია ამხელა ცვლილება, ხომ არ არის ამის მიზეზი ის, რომ სასამართლო სისტემა გათავისუფლდა პოლიტიკური კონტროლისგან, მიზეზი ის ხომ არ არის, რომ სასამართლო არის რეალურად დამოუკიდებელი და მოსამართლეები გათავისუფლებული არიან წნეხისგან. რას დაარქმევდით ამას, რა ხდებოდა 2012 წლამდე და რა ხდება 2012 წლის შემდეგ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები