უკრაინაში ომი გრძელდება - ღამით რუსულმა ძალებმა სუმის ოლქის 5 დასახლება დაბომბეს.
ოკუპანტები საჰაერო საარტილერიო დარტყმებს აძლიერებენ ბახმუტზე. დაიბომბა დნიპროპეტროვსკის ოლქიც. შეტევა განხორციელდა ნიკოპოლის რაიონზე. დარტყმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, ავტომობილები და ელექტროგადამცემი ხაზები. ასევე შეტევისას დაიჭრა ერთი მშვიდობიანი მოქალაქე.
ოფიციალური უკრაინის ცნობით, "რუსეთმა შეაჩერა შეტევა და გადავიდა თავდაცვაზე".