26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები ამისთვის საკუთარი სიცოცხლით იხდიან - ზელენსკი

"ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ იარაღის მიწოდება ყოვნდება, უკრაინელი სამხედროები ამისთვის საკუთარი სიცოცხლით იხდიან,"- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

ამ კონტექსტში მან აღნიშნა, რომ სახელმწიფო ჯილდოთი დაჯილდოებული 127 მებრძოლიდან 68-მ ის სიკვდილის შემდეგ მიიღო.

"ხელი მოვაწერე სახელმწიფო ჯილდოებით უკრაინის შეიარაღებული ძალების 127 მებრძოლის დაჯილდოებას, მათგან 68 – სიკვდილის შემდგომ დაჯილდოვდა. ყოველ ჯერზე, როდესაც გვესმის, რომ დაპირებული იარაღის მიწოდება ყოვნდება, ყოველ ჯერზე, როდესაც ჩნდება ეჭვები უკრაინისთვის იარაღის სახეობასთან, მოქმედების მანძილთან ან სხვა ხარისხობრივ მახასიათებელთან დაკავშირებით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელი მეომრები თავის სიცოცხლეს სწირავენ, რათა იყოს დრო, რომელიც იხარჯება დარწმუნებაზე, რომ აუცილებელი იარაღის მიწოდება შედგეს,"-განაცხადა ზელენსკიმ.

 
ამავე თემაზე
დღის ამბები