"დიდი შვიდეულის" ხუთი ქვეყანა ბირთვული საწვავის საერთაშორისო ბაზრიდან რუსეთის განდევნაზე შეთანხმდა. მედიის ინფორმაციით, შეთანხმებას იაპონიაში "დიდი შვიდეულის" შეხვედრის ფარგლებში მიაღწიეს.
აშშ, გაერთიანებული სამეფო, კანადა, იაპონია და საფრანგეთი შეთანხმდა, რომ გამოიყენებენ შესაბამის რესურსებს და შესაძლებლობებს თითოეული სახელმწიფოს სამოქალაქო ბირთვული ენერგეტიკის სექტორში, რათა შეასუსტონ რუსეთის კონტროლი მიწოდების ჯაჭვებზე.