26 ნოემბერი 2024,   16:32
ვრცლად
საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს ახსენებს

საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს მათთვის შეთავაზებული ზოგიერთი სერვისის მისაღებად ვადებს ახსენებს. ცესკოს ინფორმაციით, 29 აპრილის შუალედურ რიგგარეშე არჩევნებამდე, ადმინისტრაცია აგრძელებს აქტიურ მუშაობას იმისათვის, რომ არჩევნები საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

პრესსპიკერის განცხადებით, ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდზე განთავსებულ "საარჩევნო რუკაზე" დეტალური ინფორმაცია და ფოტოები ნახონ, კონკრეტული საარჩევნო ოლქის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული, ადაპტირებული საარჩევნო უბნების შესახებ.

"მივმართავ ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლებს, სურვილის და საჭიროების შემთხვევაში შეარჩიონ, მათთვის ყველაზე ხელსაყრელი ადაპტირებული საარჩევნო უბანი და ინფორმაცია დროულად მიაწოდონ საარჩევნო კომისიას. რაც შეეხება გადასატანი საარჩევნო ყუთის მოთხოვნას, ამომრჩეველს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა და იმყოფება იმავე საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა აქვს მოითხოვოს გადასატანი საარჩევნო ყუთი, ამისათვის მან უნდა მიმართოს შესაბამის საუბრო-საარჩევნო კომისიას 21 აპრილის 18:00 საათამდე. აღსანიშნავია, რომ ამ არჩევნებზე პირველად მოხდება იმ ამომრჩევლების მარკირება, რომლებიც ხმას მისცემენ გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით", - განაცხადეს ცესკოში.

დღის ამბები