წმინდა ცეცხლი იერუსალიმიდან, ჩარტერული რეისით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, დაახლოებით ღამის 12:00 საათისთვის ჩამოიტანეს და სამების საკათედრო ტაძარში მიიტანეს, სადაც სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობდა.
ცეცხლი, ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა ტაძარსა და ეპარქიაში გადანაწილდა.
წმინდა ცეცხლი სიმბოლურად იესო ქრისტეს აღდგომას განასახიერებს.