26 ნოემბერი 2024,   15:59
ვრცლად
"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ამბროლაურის კულტურის ცენტრმა რეჟისორ მამუკა ცერცვაძის სპექტაკლის პრემიერას უმასპინძლა

"ბოსტანი კონფლიქტის ზონაში" - ამბროლაურის კულტურის ცენტრმა რეჟისორ მამუკა ცერცვაძის სპექტაკლის პრემიერას უმასპინძლა. რაჭაში იმყოფებოდა კულტურის მინისტრიც.

თეა წულუკიანმა თეატრის ხელმძღვანელობას, ადგილობრივ და მოწვეულ მსახიობებს წარმატებული პრემიერა მიულოცა და სხვადასხვა რეგიონის თეატრის დასებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

პრემიერას მინისტრთან ერთად მუნიციპალიტეტისა და თეატრის სფეროს წარმომადგენლები, ამბროლაურის კულტურის ცენტრის დირექტორი და თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დაესწრნენ.

დღის ამბები