26 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
"ყველა ის ადამიანი, ვინც მფარველობს კეზერაშვილს, მისი დანაშაულის თანაზიარი ხდება" - რატი იონათამიშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილის, რატი იონათამიშვილის შეფასებით, ყველა ის ადამიანი, რომელიც ცდილობს დავით კეზერაშვილის გამართლებას, მისი დანაშაულის თანაზიარი ხდება.

მისი თქმით, "რადიკალური ოპოზიცია" თავის მართლების რეჟიმში გარკვეულ საზღვრებს არღვევს და უკრაინის მთავრობის დადანაშაულებასაც არ ერიდება.

"ეს არის გაგრძელება იმ კრიმინალური ბუნებისა და ბიოგრაფიის, რომელიც ამ ადამიანს გააჩნია. ყველა ის ადამიანი, რომელიც მფარველობს ხოლმე მას მაშინაც კი, როდესაც ის საკმაოდ მაღალი მტკიცებულებების სტანდარტით არის გასამართლებული ჩვენი სასამართლოს მხრიდან, თანაზიარი ხდება მისი ამ დანაშაულის. ეს არის ის მორალური ტვირთი, რომელიც გასანაწილებელი ექნება ყველას. ის უსუსური თავის მართლება, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ რადიკალური ოპოზიციისგან, ფაქტობრივად, ისინი იმის მცდელობაში, რომ კეზერაშვილი რამენაირად გაამართლონ, პირდაპირ უკრაინის მთავრობის მიმართ გამოვიდნენ ბრალდებით და, ფაქტობრივად, იგივე გაიმეორეს. ეს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ამყოფებს თითოეულ მათგანს,"- აცხადებს იონათამიშვილი.

ბიბისისის საგამოძიებო ფილმი, რომელიც მილიარდ დოლარიან თაღლითურ სქემას ეხება და რომლის სათავეშიც დავით კეზერაშვილი დგას პოლიტიკური შეფასებების მთავარი თემაა. BBC საგამოძიებო ფილმში დეტალურად ხსნის, რატომ მიიჩნევს საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრ დავით კეზერაშვილს ამ სქემის ერთ-ერთ ცენტრალურ ფიგურად.

დღის ამბები