26 ნოემბერი 2024,   18:24
ვრცლად
რა ინფორმაციას ავრცელებენ პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციები, სტრასბურგში, სალომე ზურაბიშვილის გადადებულ ვიზიტთან დაკავშირებით

სალომე ზურაბიშვილის გადადბულ ვიზიტზე სტრაბურგში, პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებს შორის ისევ უთანხმოებაა. დღის ბოლოს განცახდებას, მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს და განმარტავს, რომ ინფორმაცია, იმის შესახებ თითქოს, საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა პრეზიდენტის ვიზიტზე თანხმობის გაცემის პროცესი - მცდარია და სიმართლეს არ შეესაბამება.

"ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს მთავრობამ ხელოვნურად გააჭიანურა თანხმობის გაცემის პროცესი, რაც გახდა ვიზიტის გადადების მიზეზი, არის მცდარი და სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს მთავრობის მხრიდან სიტყვიერი თანხმობა სტრასბურგში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით, პრეზიდენტმა ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში, მისი აშშ-ში ვიზიტის დროს მიიღო. მთავრობის ადმინისტრაციასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება. ბოლო, დაზუსტებული წერილი პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მთავრობის ადმინისტრაციაში შემოვიდა გუშინ, და მეორე დღესვე, 13 აპრილს მას გაეგზავნა წერილობითი თანხმობა.


17-19 აპრილს საფრანგეთის რესპუბლიკაში, ქალაქ სტრასბურგში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.
ასევე საქართველოს პრეზიდენტს გაეგზავნა წერილობითი თანხმობა დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში სამუშაო ვიზიტთან დაკავშირებით.


აქვე აღვნიშნავთ, რომ 13-16 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკასა და ბელგიის სამეფოში პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის შემთხვევაში, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან 10 მარტს შემოსულ წერილზე მთავრობის ადმინისტრაციამ თანხმობა 13 მარტს გასცა. შესაბამისად, მთავრობის ადმინისტრაციამ როგორც წინა ვიზიტების შემთხვევაში, ასევე აღნიშნულ ვიზიტთან დაკავშირებითაც თანხმობა მყისიერად გასცა,"-ნათქვამია განცხადებაში.

ამას წინ უძღოდა სალომე ზურაბიშვილის განცხადება, სადაც მან აღმასრულებელი ხელისუფლება ფაქტობრივად ვიზიტის ხელოვნურად ხელის შეშლაში დაადანაშაულა.

დღის ამბები