26 ნოემბერი 2024,   16:46
ვრცლად
წლის ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის – მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს ქრისტეს ჯვარცმას იხსენებს

წლის ყველაზე მძიმე დღე ქრისტიანული სამყაროსთვის – მართლმადიდებელი ეკლესია წითელ პარასკევს ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნას და დასაფლავებას იხსენებს. ამ დღეს, ტაძრებში გარდამოხსნის რიტუალი სრულდება. 

შესრულდა საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებას და ჯვარცმას ასახავს. 

სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება. დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება.

წითელ პარასკევს მორწმუნეები კვერცხებს წითლად ღებავენ.  წითელი კვერცხის მსგავსად პასკასაც რელიგიური დატვირთვა აქვს. სახარების თანახმად, უფლის ჯვარცმა იუდეველთა პასექის დღესასწაულზე მოხდა.     

 

დღის ამბები