ჩეხეთის პრეზიდენტის, პეტრ პაველის განცხადებით, თუ უკრაინელი სამხედრო ტყვეების ,სავარაუდო, სიკვდილით დასჯის ვიდეოს ნამდვილობა დადასტურდება, ეს რუს ჯარისკაცებს ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში ჩააყენებს.
ინტერნეტ სივრცეში ვრცელდება, სავარაუდოდ, რუსი სამხედროების მიერ უკრაინელი მძევლისთვის თავის მოკვეთის ვიდეო . ოფიციალურ წყაროებს ჯერ ჯერობით არ დაუდასტურებიათ არის თუ არა მასალა ნამდვილი, თუმცა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეო მიმართვა გაავრცელა სადაც მსოფლიო ლიდერებს სისასტიკეზე რეაგირებისკენ მოუწოდა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ რომ ფაქტს იძიებენ და მომხდარი ომის დანაშაულის მორიგი მტკიცებულებაა. ვიდეოს ამაზრზენს უწოდებს კრემლიც , თუმცა მოსკოვში ვიდეოს ავთენტიკურობის შემოწმებას ითხოვენ .