26 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
"დარწმუნებული ვარ, რომ სანდო და გამჭვირვალე გამოძიება საქართველოში მივა იმავე დასკვნამდე" - კელი დეგნანი აშშ-ის მიერ მოსამართლეების სანქცირებაზე

ამერიკის ელჩი მოსამართლეების სანქცირებას ეხმიანება - კელი დეგნანის თქმით, სურვილის შემთხვევაში, საქართველოში დამოუკიდებელი გამოძიება დაადგენს იმ ფაქტებს, რაზეც სახელმწიფო დეპარტამენტმა ისაუბრა

"რა ტერმინიც არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული, ეს არ ცვლის შედეგს.  ამ ადამიანებს და ოჯახის წევრებს ეკრძალებათ აშშ-ის ტერიტორიაზე შესვლა.

რაც შეეხება მტკიცებულებების გაზიარებას, ეს ინფორმაცია ეყრდნობა სხვადასხვა წყაროს. დარწმუნებული ვარ, რომ თუ საქართველოს მთავრობას  სურს, წამოიწყოს  მათი ინდივიდუალური გამოძიება ამ ბრალდებებზე, ამ  ინფორმაციის დიდი ნაწილი საჯაროა და წლების მანძილზე ფართოდ იყო ცნობილი საზოგადოებისთვის, დარწმუნებული ვარ, რომ სანდო და გამჭვირვალე გამოძიება საქართველოში მივა იმავე დასკვნამდე,"- აცხადებს კელი დეგნანი. 

შტატებმა სამი მოქმედი და ერთი ყოფილი მოსამართლე კორუფციის არგუმენტით დაასანქცირა- კერძოდ მოსამართლეებს და მათი ოჯახის წევრებს აეკრძალათ შტატების ტერიტორიაზე შესვლა.

დღის ამბები