26 ნოემბერი 2024,   17:19
ვრცლად
2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა - საქსტატი

2023 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 4 783.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 22.1%-ით მეტია - მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამასახური ავრცელებს.

აქედან, ექსპორტი 1 461.5 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 24.7%-ით), ხოლო იმპორტი 3 322.3 მლნ. აშშ დოლარი (გაიზარდა 21.0%-ით).

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2023 წლის იანვარ-მარტში 1 860.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 38.9%-ია.

დღის ამბები