26 ნოემბერი 2024,   15:31
ვრცლად
მისკომუნიკაცია გახდა მთავარი პრობლემა იმისი, რომ საგამოძიებო კომისია ვერ შექმნილიყო, თუმცა ამისგან ისტერიკის ატეხა, ტრაგედია და ტრაგიზმი არის ძალიან არასწორი - ანა წითლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ანა წითლიძის განცხადებით, საგამოძიებო კომისიის შექმნის იზნით მოწვეული რიგგარეშე სესიის გაუქმების მიზეზი მისკომუნიკაცია გახდა, თუმცა, მისივე შეფასებით, ოპოზიციური პარტიების მიერ ატეხილი "ისტერიკა, ტრაგედია და ტრაგიზმი" ძალიან არასწორი.

როგორც ანა წითლიძემ "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, როდესაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ხმების უკმარისობის გამო, საგამოძიებო კომისია ვერ შეიქმნა, მაშინ ოპოზიციაში ასეთი ისტერიკა არ აუტეხავთ.

"მე განვმარტე, რომ ვიზიტი დაახლოებით 2 კვირით ადრე იყო დაგეგმილი და ამაზე ინფორმირებული იყო პარლამენტი, შესაბამისად აქ საუბარია მისკომუნიკაციაზე და სამწუხაროდ ეს მისკომუნიკაცია გახდა მთავარი პრობლემა იმისი, რომ ეს საგამოძიებო კომისია ვერ შექმნილიყო, თუმცა ამისგან ისტერიკის ატეხა, ტრაგედია და ტრაგიზმი არის ძალიან არასწორი. ეს ნამდვილად ისტერიკა იყო და ტრაგიზმად აღქმა ამისი, რომ თუ რიგგარეშეზე ვერ შეიქმნა ეს საგამოძიებო კომისია, მაშინ ეს საგამოძიებო კომისია ვერ იქნებოდა ვერასოდეს. მე ავხსნი სამართლებრივად როგორ ხდება - გარდა სამშაბათისა, რიგგარეშე სხდომისა, რომლის თარიღი ჩვენთან შეთანხმებული ნამდვილად არ ყოფილა, იგივე რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია, მაგალითად პარასკევს, როდესაც ჩვენ უკვე ვიქნებით საქართველოში.

18-ში ვიქნებით, დავესწრებით სხდომას და მე იმედი მაქვს, რომ სხვა საპარლამენტო ოპოზიცია იქნება სრულად მობილიზებული იმისთვის, რომ საგამოძიებო კომისია შეიქმნას. "ნაციონალური მოძრაობა" ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიაა, პარლამენტში ყველზე მეტი ხმა ჩვენ გვაქვს და ბუნებრივია, რომ ეს მოცემულობაა.

ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას არა, ვიღაცას "ნაციონალური მოძრაობის" კომპლექსი აქვს იმის გამო, რომ თვითონ არ არის ასეთი დიდი პარტია, ვიღაცას კიდე საკუთარი პირადი ინტერესები აქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ "ნაციონალური მოძრაობას" მაშინ როდესაც მისი მხარდაჭერა და მის ხმები გჭირდება იმ ფორმით ესხმოდე თავს, რა ფორმითაც ჩვენი კოლეგები სამწუხაროდ, მთელი სამი დღის განმავლობაში გვესხმოდნენ.

მე მთელი ამ სამი დღის განმავლობაში ხმა არ ამომიღია და მაქსიმალური ეთიკურობით ვცდილობ ეს წინათვე ხაზები არ დამერღვია, მაგრამ როდესაც იაგო ხვიჩია იძახის, რომ თურმე "ნაციონალური მოძრაობა" ვართ გარიგებულები, იქნებ იქით უფრო მეტი პრეტენზია გვაქვს. როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" მიხეილ სააკაშვილის საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე ხმებს ვითხოვდით, მაგრამ ოპოზიციის ხმები რომ არ გვეყო იმიტომ ვერ შეიქმნა ეს საგამოძიებო კომისია და მაშინ რატომღაც ასეთი ისტერიკები არ აუტეხავთ ამ ადამიანებს და ბიძინასთან გარიგებაში და "ქოცებთან" გარიგებაში არ დაუდანაშაულებიათ ის ოპოზიციის წევრები, რომლებიც ის კომისია ჩააგდეს", - განაცხადა წითლიძემ.

დღის ამბები