პოლონეთის საელჩოსთან "პროფესიული კავშირების გაერთიანებამ" გერმანიაში გაფიცული ქართველი ტრაილერის მძღოლების მხარდასაჭერი აქცია გამართა. აქციის პარალელურად, მონაწილეებმა წერილი შეიტანეს საელჩოში სადაც სახელმწიფოს სთხოვენ დახმარებას.
რამდენიმე კვირაა, რაც გერმანიაში, ნამუშევარი თვეების ანაზღაურების მოთხოვნით. 50-მდე ქართველი მძღოლია გაფიცული. მათი დამსაქმებელი პოლონური კომპანიაა. პროფკავშირებმა საქმეში ჩართო ყველა პარტნიორი ორგანიზაცია, მათ შორის, გერმანიის და ჰოლანდიის პროფკავშირები.
"საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ სახელმწიფომ უნდა გააკონტროლოს კერძო დასაქმების კომპანიები, რომლებიც სტუდენტების საზღვარგარეთ დასაქმებას უზრუნველყოფენ.