26 ნოემბერი 2024,   17:22
ვრცლად
ლევან ბეჟაშვილი BBC-ის საგამოძიებო რეპორტაჟზე - მაქვს ეჭვი, კეზერაშვილის თემა სამთავრობო მედიის შემოგდებულია

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაციები, მხოლოდ მედიაში გაჟღერებულ ინფორმაციებად რჩება და არანაირი სამართლებრივი შედეგები არ მოჰყვება, მათ შორის არც ევროპული ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოებისგან.

"მაქვს ეჭვი და დასაბუთებული ვარაუდი, რომ ეს თემა კვლავ შემოგდებულია სამთავრობო მედიის მიერ, რომ გადაიფაროს ივანიშვილის ბაობაბების სკანდალი ნიგერიაში, იმავდროულად, რიკოთზე არსებული კატასტროფული მდგომარეობა, რაც პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალეული მოქმედებით არის გამოწვეილი და სხვა უამრავი საკითხი, მათ შორის სანქცირების საკითხი. ამიტომ ჩვენ ვნახავთ, რომ დღეს ეს ინფორმაცია გავა საინფორმაციო სივრცეჭი და დარჩება სამთავრობო მედიის გავრცელებულ პროპაგანდად“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

კითხვაზე, BBC "ქართული ოცნების“ სამთავრობო მედიაა?“ - ლევან ბეჟაშვილი პასუხობს: "არა. ასეთი ინფორმაციები მათ შორის „ბიბისის“ და სხვა საინფორმაციო საშუალებებშია გამოქვეყნებული, იყო მანამდეც და ვხედავთ, რომ სამართალდამცავი ორგანოები, მათ შორის ევროპული ქვეყნების, სათანადოდ არ რეაგირებენ და ვერ რეაგიებენ, ალბათ იმიტომ, რომ არ არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები და დასაბუთებები ამ საკითხებთან დაკავშირებით“.

BBC აქვეყნებს ჟურნალისტური გამოძიების მასალებს, სადაც გაშიფრულია ევროპელი პენსიონრების გაძარცვის სქემა, ხოლო თაღლითური სქემის ორგანიზატორად დავით კეზერაშვილია დასახელებული.



დღის ამბები