აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობას და პრეზიდენტად მეორე ვადით მოსვლას გეგმავს. ამის შესახებ მან "ენ-ბი-სი-სთან" ინტერვიუში განაცხადა.
ბაიდენის თქმით, ის აპირებს იყოს დემოკრატების კანდიდატი, თუმცა ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია.
ამასთან, პრეზიდენტმა და ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა განაცხადეს, რომ არჩევნებში კენჭს ერთად იყრიან.