26 ნოემბერი 2024,   17:20
ვრცლად
თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტზე მოსმენა პარლამენტში სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება

პარლამენტში თავდაცვის ახალი კოდექსის პროექტზე მოსმენა სავარაუდოდ დღესაც გაგრძელდება. დეპუტატები გუშინ მთელი დღის განმავლობაში ახალ კოდექს მუხლობრივად განიხილავდნენ.

სხდომაზე ოპოზიციამ გარკვეული შენიშვნები წარადგინა.

"არის ფუნდამენტური პრობლემები, რომლებიც თავდაცვის რეფორმას ხდის ჰეიკ რეფორმად, რომელიც უფრო აისახება უნივერსიტეტში სტუდენტების რაოდენობაზე, ვიდრე იმაზე, რომ ჩვენი ჯარი გაძლიერდეს. ეს პრობლემა არ არის მოგვარებული, ამას სჭირდება, რომ უფრო ბევრი ადამიანის იყოს ჩართული, უფრო მეტი პოლიტიკური ჯგუფი იყოს ჩართული, რომელიც სამწუხაროდ გამოეთიშნენ," - აცხადებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩის" წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

პროექტის თანახმად ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში, ასევე იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობები.

"თუ იქნება არგუმენტირებული მოსაზრებები გავითვალისწინებთ და ასეთი არა ერთი მოსაზრება გავითვალისწინეთ თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის. კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს აქვს აღებული სტრატეგია იმისა, რომ გაიწელოს დრო, თუმცა ნამდვილად გაუწბილდებად იმედები იმიტომ, რომ ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ 24 საათის რეჟიმში, რათა მივიღოთ ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რაც უზრუნველყოფს თავდაცვის უნარიანობის გაძლიერებას," - აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე.

დღის ამბები