მესამე დღეა, ყვარლის მუნიციპალიტეტში 24 წლის ახალგაზრდას ეძებენ. ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ საცხენეში მცხოვრები, ლევან დოლენჯაშვილი, სახლიდან 8 აპრილს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
ოჯახის წევრების ინფორმაციით, ახალგაზრდა ბოლოს სოფლის ახალგაზრდებთან ერთად სუფრასთან იმყოფებოდა.
დოლენჯაშვილის ძებნის ოპერაციაში ადგილობრივები, სამაშველო სამსახურები და სასაზღვრო პოლიციაა ჩართული.