26 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
CNN-ის გამოკითხვა: ამერიკელთა ერთი მესამედი ამბობს, რომ ბაიდენი 2024 წელს ხელახლა არჩევას იმსახურებს

CNN-ის უახლესი გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა მხოლოდ მესამედი ამბობს, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იმსახურებს პრეზიდენტის პოსტზე ხელახლა არჩევას.  გამოკითხვა, რომელიც SSRS-მა ჩაატარა, მთელი მარტის თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. კვლევამ აჩვენა, რომ მისი პარტიის მხარდამჭერთა უმრავლესობასაც კი სურს მომავალ წელს "დემოკრატიული პარტიის" კანდიდატად სხვა ვინმე იხილოს. 

გამოკითხულთა მხოლოდ 32% ამბობს, რომ ბაიდენი იმსახურებს საპრეზიდენტო არჩევნებში ხელახლა არჩევას, რაც 5 პუნქტით ნაკლებია დეკემბრის შემდეგ და თითქმის იდენტური იმ 33%-თან, ვინც იგივე თქვა ტრამპის შესახებ 2017 წლის ნოემბერში. 

ტრამპის მიმართ ყველაზე დიდი ცვლილებები მოდის ახალგაზრდებში. 35 წლის ასაკის ქვემოთ მოქალაქეების მხოლოდ 26%-ს სურს ბაიდენი აშშ-ს მომავალ პრეზიდენტად იხილოს. 
ბაიდენის მიმართ მოწონების მაჩვენებელი განსაკუთრებით შემცირებულია ისეთ საკითხებში, როგორიცაა იმიგრაცია (35%), ეკონომიკა (37%) და იარაღის პოლიტიკა (37%). 

დღის ამბები