26 ნოემბერი 2024,   16:48
ვრცლად
აკერმანიც ცოცხალი რომ ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით - გრიგოლ ლილუაშვილი 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან განაცხადა, რომ ​"აკერმანიც ცოცხალი რომ ყოფილიყო და შემოსულიყო, საქართველოში არ შემოუშვებდნენ". 

​გრიგოლ ლილუაშვილმა ეს მას შემდეგ განაცხადა, როდესაც დაადასტურა ინფორმაცია, რომ მისი გადაწყვეტილების საფუძველზე აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში არ შემოუშვეს.

"ვადასტურებ, რომ ჯეიმსონ მარშალ ქომინსი არ შემოვიდა საქართველოში ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე. აკერმანი ცოცხალი აღარ არის, დააყენეთ ის კაცი, შეიძლება ქომინსი უარეს საქმიანობასაც ეწეოდა. ვადასტურებ, რომ არის კონკრეტული ინფორმაციები, რომელიც ეყრდნობა მაღალი სანდოობის წყაროებს. აშშ-ის საელჩო არ დაგვკავშირებია რატომ არ შემოვუშვით, ალბათ მიზეზი თავადაც კარგად იციან. აკერმანიც რომ ცოცხალი ყოფილიყო და შემოსულიყო, არ შემოვუშვებდით, მას შემდეგ რაც მხილებული იყო იმაში, რა საქმიანობითაც იყო დაკავებული“, - განაცხადა ლილუაშვილმა.

დღის ამბები