26 ნოემბერი 2024,   16:50
ვრცლად
ერთი რამ არის ფაქტი, რომ ამ სანქციებმა გაცილებით მეტი შეკითხვა დაბადა, ვიდრე რამეს ნათელი მოჰფინა - ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი მოსამართლეთა დასანქცირების შესახებ აცხადებს, რომ ამ ფაქტმა გაცილებით მეტი შეკითხვა დაბადა, ვიდრე რამეს ნათელი მოჰფინა. მმართველი გუნდის წევრები ამერიკისგან უფრო მეტ გამჭვირვალობას მოითხოვენ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. 

"კონკრეტული ქეისი არის, ძალიან რთულია რაიმე კავშირი გააბა მოსამართლეთა დასანქცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომ ამ სანქციებმა გაცილებით მეტი შეკითხვა დაბადა, ვიდრე რამეს ნათელი მოჰფინა. შეიძლება ითქვას, რომ ხშირ შემთხვევაში, ბევრ ასეთ მსგავს ქეისთან დაკავშირება შესაძლოა მოხდეს ამ დასანქცირებისა, როდესაც არ არის ნათლად ნათქვამი, თუ კონკრეტულად რა მიზეზების გამო მოხდა 4 პიროვნების დასანქცირება,"- აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი.

შეგახსენებთ, რომ 5 აპრილს გამოქვეყნდა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ახდენენ მიხელ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძის სანქცირებას.

დღის ამბები