სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს დაზარალებულთა ნდობის ფონდი, საქართველოში მხარდაჭერის პროგრამას იწყებს.
პროგრამა, დაზარალებულთა სამედიცინო და ფსიქო-სოციალურ მხარდაჭერას, კონსულტაციების გაწევას, ასევე საარსებო პირობების გაუმჯობესებას მოიცავს, კონფლიქტით გამოწვეული ზიანი შემსუბუქდეს.
ნდობის ფონდის მსხვერპლთა პროგრამა გამიზნულია იმ ადამიანების მხარდასაჭერად, რომლებიც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის ქვეშ იმყოფებიან.
დაზარალებულთა ნდობის ფონდის დირექტორთა საბჭოს წევრის, ანდრეს პარმას განცხადებით, ნდობის ფონდისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის ისტორიული მომენტია პროგრამის აფრიკის კონტინენტის გარეთ დაწყება.