26 ნოემბერი 2024,   15:58
ვრცლად
ლევან მურუსიძე სანქცირებაზე: სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს

მოსამართლე ლევან მურუსიძე უსამართლოს უწოდებს შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას მისი და სასამართლო სისტემის კიდევ რამდენიმე წევრის სანქცირების შესახებ. 

"სამწუხაროა, რომ ჩემს გამო დისკომფორტი ექმნებათ ჩემი ოჯახის წევრებს", - ამბობს "კურიერთან" საუბრისას ლევან მურუსიძე. 

მისი თქმით, ეს არის პირდაპირი შეტევა სასამართლოს დამოუკიდებლობაზე. მურუსიძე მიიჩნევს, რომ "ამ გადაწყვეტილებით არის მცდელობა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა მთლიანად შეერთებულ შტატებს დაექვემდებაროს."

დღის ამბები