26 ნოემბერი 2024,   17:18
ვრცლად
ირაკლი ღარიბაშვილმა ებრაელ ხალხს პასექის დაწყება მიულოცა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს პასექის დაწყება მიულოცა.

ღარიბაშვილის თქმით, ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული, ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის მნიშვნელოვანია.

"ჩვენს ებრაელ თანამოქალაქეებს, ისტორიულ სამშობლოში – ისრაელში დაბრუნებულ თანამოძმეებს და მთელ ებრაელ ხალხს გულითადად გილოცავთ პასექის დაწყებას. ებრაელთა ფიზიკური და სულიერი გათავისუფლების ეს უდიდესი დღესასწაული მნიშვნელოვანია ყველა თავისუფლებისმოყვარე ხალხისათვის და მათ შორის, ქართველებისთვის, ვისაც ებრაელებთან ათასწლოვანი ძმობა და მეგობრობა გვაკავშირებს. ამიტომ, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებთან ერთად, სულითა და გულით ვუერთდები თქვენს ზეიმს. მშვიდობას, კეთილდღეობას და წინსვლას გისურვებთ თქვენ და თქვენს ოჯახებს" - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

დღის ამბები