უკრაინაში კიდევ ორი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. ინფორმაციას სოციალურ ქსელში უკრაინაში მებრძოლი ქართველები ავრცელებენ.
"კიდევ ორი ძვირფასი პატრიოტი დავკარგეთ. დიდება გმირებს!," - წერს ნადიმ ხმალაძე.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრას, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, 40 ქართველი ემსხვერპლა.