26 ნოემბერი 2024,   17:21
ვრცლად
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უკრაინაში საგამოძიებო ორგანოს მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ უკრაინაში საგამოძიებო ორგანოს მანდატის ერთი წლით გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. საუბარია იმ სამხედრო დანაშაულების გამოძიებაზე, რომლებიც ქვეყანაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მოხდა.

გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა 28 ქვეყანამ, 17-მა თავი შეიკავა, 2 კი წინააღმდეგი იყო.

გასულ თვეს გამოქვეყნებულ ანგარიშში კომისიამ დაადგინა, რომ უკრაინაში რუსული ძალების მიერ ჩადენილი ზოგიერთი დანაშაული, მათ შორის წამების გამოყენება და ქვეყნის ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ თავდასხმები, შესაძლოა იყო დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ.

 

დღის ამბები