26 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
პარლამენტმა "თავდაცვის ახალი კოდექსი" პირველი მოსმენით დაამტკიცა

პარლამენტმა "თავდაცვის ახალი კოდექსი" პირველი მოსმენით დაამტკიცა. პროექტს მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი მხოლოდ ორი იყო.

მხარდამჭერთა შორის აღმოჩნდა ალეკო ელისაშვილიც, რაც კოდექსის ღია მოწინააღმდეგე "გირჩისთვის", რომელიც დოკუმენტს დისკრიმინაციულად მიიჩნევს, განსაკუთრებით გაუგებარი აღმოჩნდა.

ახალი კოდექსის მიხედვით, ყველა წვევამდელი შეასრულებს მხოლოდ სამხედრო ფუნქციას და იმსახურებს თავდაცვის ძალებში, ასევე იცვლება სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების პირობები. 

დღის ამბები