26 ნოემბერი 2024,   16:33
ვრცლად
ბელგიის პოლიციამ "ევროპის სახალხო პარტიის" სათავო ოფისში რეიდი მოაწყო - EURACTIV

ბელგიის პოლიციამ ბრიუსელში, "ევროპის სახალხო პარტიის" (EPP) სათავო ოფისში დღეს რეიდი მოაწყო, ამის შესახებ EURACTIV იუწყება. გამოცემის წყაროს ცნობით, სამართალდამცველებმა შენობის პირველი და მეორე სართული გაჩხრიკეს.

წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ ამოიღო კომპიუტერები, რომელიც ფინანსურ თაღლითობასთან არის კავშირში. რეიდთან დაკავშირებით, სხვა დეტალები ცნობილი არ არის.

"ევროპის სახალხო პარტია" უძველესი და უდიდესი ევროპული პოლიტიკური ჯგუფია. როგორც EURACTIV წერს, პარტია განცხადებას მოგვიანებით გაავრცელებს.

დღის ამბები