26 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
იმედი მაქვს, რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს - პაველ ჰერჩინსკი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება. მისი თქმით ეს ეროვნულ თანხმობას მოითხოვს, ყველა ძალის მუშაობას კომპრომისის, ინკლუზიურობისა და კონსტრუქციულობის სულისკვეთებით.

პაველ ჰერჩინსკიმ განმარტებით, გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე.

"27-მა წევრმა სახელმწიფომ გადაწყვიტა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივა მიენიჭებინა. 12 რეკომენდაციის შესრულების მიმართულებით მუშაობა გრძელდება. სამუშაო ჯერ კიდევ პროგრესშია. ჩვენ ამ სამუშაოს წლის ბოლოს შევაფასებთ.მომდევნო ნაბიჯებს კი 27 სახელმწიფო გადაწყვეტს დეკემბერში. მე იმედი მაქვს რომ მიღებული იქნება დადებითი გადაწყვეტილება და საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს . თუმცა ეს გზის დასასრული არაა , თუ ასე მოხდება თქვენ ევროკავშირის წევრობისთვის კიდევ ბევრი ნაბიჯის გადადგმა მოგიწევთ. ჩვენ როგორც ევროკავშირის დელეგაცია აქ ვართ რომ საქართველოს ამ გზის გავლაში დავეხმაროთ. გულწრფელად მაქვს იმედი რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ეს კი ქვეყანას უზარმაზარ სარგებელს მოუტანს . ევროკავშირის წევრობა გულისხმობს სტაბილურობას ,მშვიდობას , კეთილდღეობას , ცხოვრების დონის გაუმჯობესებას . ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ თუმცა ეს მოითხოვს ეროვნულ კონსენსუსს, ყველა პოლიტიკური ძალის ერთად მუშაობას, კონსტრუქციული და ინკლუზიური გზით. საბოლოოდ გადაწყვეტილება მიღებული იქნება საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესის შესაბამისად. ეს კი 27 სახელმწიფოს ხელშია", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.

დღის ამბები