"კრემლი ვერ დაიმალება გაეროს უშიშროების საბჭოს სკამისა და გაზსადენების უკან, პასუხისმგებლობა აუცილებლად დადგება," - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში. უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი შტაბის სხდომაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად, აქტიურ ქმედებებს ამზადებენ.
"დღეს დილიდან ჩერნიჰივის რაიონში სხვადასხვა ღონისძიება და მოლაპარაკება გაიმართა. ეს ერთ-ერთი ყველაზე რთული მოგზაურობა იყო, ემოციური თვალსაზრისით. ჩვენ ვეწვიეთ ჩერნიჰივის რეგიონის პატარა სოფელს, რომელიც ველურმა რუსებმა შარშან ადამიანთა ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მაგალითად აქციეს მსოფლიოში.
კრემლი ვერ დაიმალება გაეროს უშიშროების საბჭოს სკამის, გაზსადენებსა თუ სხვა რაიმეს უკან. უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი რუსეთის ყველა დანაშაულზე იქნება პასუხისმგებლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში. ჩვენი ვახორციელებთ აქტიურ მოქმედებებს უკრაინის მიწების გასათავისუფლებლად," - თქვა ზელენსკიმ.